ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთ-უკრაინის ომზე - დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ჩხუბი, რომელიც მხოლოდ აშშ-ს სჭირდება

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, შეერთებულ შტატებს უკრაინაში კონფლიქტის დასრულება არ სურს.

მისი მტკიცებით, ამერიკელი მაღალჩინოსნები დაინტერესებულნი არიან იმით, რომ რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი გაანადგურონ.

„მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ჩხუბი. ეს არც უკრაინელ ხალხს, არც რუსებს და არც ბელარუსებს არ სჭირდება. ეს მათ [შეერთებულ შტატებს] სჭირდებათ“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ალექსანდრე ლუკაშენკომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინიდან ბელარუსისა და რუსეთის ტერიტორიისკენ გაგზავნილი 10-მდე სამიზნე გაანადგურეს. მისი განმარტებით, იაროსლავის მახლობლად ჩამოგდებული საჰაერო სამიზნეების შესახებ მოსკოვს ინფორმაცია მიაწოდეს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა