ირაკლი ნადირაძე - 26 ოქტომბერი უნდა იყოს ის თარიღი, როდესაც ერთიანობით გავიმარჯვებთ, დავამარცხებთ მოღალატე ხელისუფლებას და ყველა ერთად წავალთ ევროპისკენ

26 ოქტომბერი უნდა იყოს ის თარიღი, როდესაც ერთიანობით გავიმარჯვებთ, დავამარცხებთ ამ მოღალატე ხელისუფლებას და ყველა ერთად წავალთ ევროპისკენ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ სამგორში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, მოსახლეობის მთავარი პრობლემებია პროდუქტებზე, მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები, გაძვირებული კომუნალური გადასახადები, საპროცენტო სესხები და ემიგრაცია.

„სამგორის რაიონში მოსახლეობას შევხვდით. მათი მთავარი პრობლემები არის გაზრდილი ფასები პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, მომსახურებაზე, გაძვირებული კომუნალური გადასახადები, საპროცენტო სესხები, ემიგრაცია.

სამგორის რაიონში ოჯახი არ არის დარჩენილი, უახლოესი ადამიანი საზღვარგარეთ წასული რომ არ ჰყავდეთ. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ პრობლემაზე და ასევე მომავალზე, თუ რა უნდა გაკეთდეს 26 ოქტომბრის შემდგომ. დიახ, 26 ოქტომბერი უნდა იყოს ის თარიღი, როდესაც ერთიანობით გავიმარჯვებთ, დავამარცხებთ ამ მოღალატე ხელისუფლებას და ყველა ერთად წავალთ ევროპისკენ, ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ გაზრდილი შემოსავლები და კეთილდღეობა“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება