გია ვოლსკი - რუსეთის წარმომადგენელი ილაპარაკებს ისე, როგორც თვითონ აწყობს, მაგრამ არსებობს ფაქტები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ კონკრეტული პოზიცია გვაქვს - რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი

რუსეთის წარმომადგენელი ილაპარაკებს ისე, როგორც თვითონ აწყობს, მაგრამ არსებობს ფაქტები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ კონკრეტული პოზიცია გვაქვს - რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გაეროში რუსეთის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმაც კარგად იცის, რომ სტრასბურგის სასამართლომ ის აგრესორადაც და ოკუპანტადაც დაასახელა, ახლა კი დასადგენია ამის მიღმა რა პროცესებიც მიმდინარეობდა.

„რუსეთის წარმომადგენელი ილაპარაკებს ისე, როგორც თვითონ აწყობს. მაგრამ არსებობს ფაქტები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ კონკრეტული პოზიცია გვაქვს. რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი. ეს არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან, რა მიზეზითაც ეს ყველაფერი მოხდა. შეეძლო თუ არა, თავი აერიდებინა ეს ერთი საკითხია, მაგრამ კონკრეტული ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელზეც შემდეგ სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოში მრავალწლიანი ბრძოლა მოგვიწია მათ შორის, იმ პირობებში, როდესაც მტკიცებულებებიც კი დაგვიმალა სააკაშვილის ხელისუფლებამ. ამაშია საქმე და რუსეთის ისეთ განცხადებას გააკეთებს, როგორიც თავად აწყობს, მაგრამ ეს რუსეთმაც და ყველამ კარგად იცის უკვე, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაასახელა ის აგრესორადაც და ოკუპანტადაც. ეს საკითხი დამთავრდა. ახლა ამის მიღმა რა პროცესებიც მიმდინარეობდა, რა საკვირველია დასადგენია. პირველ რიგში ის თემა - რატომ ამბობს სააკაშვილი, რომ რუსეთს სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა შემოჭრისათვის. და თუ ასეთი ჰქონდა, მაშინ რატომ შეუქმნა სამართლებრივი საფუძველი რუსეთის ფედერაციას - ამაზეა საუბარი. ახლა ცდილობენ, რომ რუსებმა, რადიკალურმა ოპოზიციამ, „ნაცმოძრაობამ”, როგორც სჩვევიათ ხოლმე, სათავისოდ გამოიყენონ და განცხადებები აკეთონ”, - განაცხადა ვოლსკიმ.

გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ გაერო-ს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი ყოველ წელს აკვირდება დასავლელი კოლეგების „მანიაკალურ სურვილს“, განიხილონ სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. მან „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადების ციტირება მოახდინა და განაცხადა, "სცადეთ, გაიხსენოთ ეს სიტყვები, როცა ჩემი დასავლელი კოლეგები მოვლენ და მოგატყუებენ".

„მე მეტს არ ვისაუბრებ, მე უბრალოდ მოვახდენ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადების ციტირებას: „ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, სამართლიანად, ეჭვქვეშ აყენებს სააკაშვილის ადეკვატურობას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ 2008 წლის აგვისტოში, სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები, არა მხოლოდ მისი ფსიქიკური არასტაბილურობის, არამედ ასევე გარედან მიღებული ინსტრუქციებისა და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგია. ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარიმართოს საჯარო სასამართლო პროცესი, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა ეს მოღალატეობრივი დანაშაული, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“.

უბრალოდ, სცადეთ გაიხსენოთ ეს სიტყვები, როდესაც ჩემი დასავლელი კოლეგები, მოგვიანებით ამ ტრიბუნასთან მოვლენ და მოგატყუებენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა", - განაცხადა დიმიტრი პოლიანსკიმ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო