გია ჯაფარიძე - საქართველოსთვის შეიძინეს უმაღლესი ტექნოლოგიის აპარატურა, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მსუბუქი მანქანების შემოწმებას ახდენს - ეს უნდა დამონტაჟდეს ამერიკული კომპანიის მიერ, თუმცა „ოცნების” ანტიევროპული პოლიტიკის გამო ეს დახმარებაც შეჩერებულია

აშშ-ის მიერ საქართველოსთვის შეიძინეს უმაღლესი ტექნოლოგიის აპარატურა, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მსუბუქი მანქანების შემოწმებას ახდენს - ამის დამონტაჟება უნდა მოხდეს ამერიკული კომპანიის მიერ, თუმცა „ქართული ოცნების” ანტიევროპული პოლიტიკის გამო ეს დახმარებაც შეჩერებულია, როგორც სხვა დანარჩენი,“- ამის შესახებ "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნულ აპარატურას შეუძლია საზღვარზე გააკონტროლოს ტვირთი, რომ ქვეყნის შიგნით სხვადასხვა კონტრაბანდული ნივთი არ შემოვიდეს.

„აშშ-მა “ქართული ოცნების” ანტიამერიკული, ანტიდასავლური, ანტიევროატლანტიკური პოლიტიკის გამო გააჩერა დახმარებების ნაწილი, რაც წარმოადგენს საქართველოსთან დახმარების სრულ მასშტაბიან და სიღრმისეული გადახედვის ერთ-ერთ კომპონენტს. შეჩერებული დახმარება შეეხო მათ შორის იმ პროგრამას, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოში. ეს არის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრების უსაფრთხოების პროგრამა. აშშ-ის მიერ საქართველოსთვის შეიძინეს უმაღლესი ტექნოლოგიის აპარატურა, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მსუბუქი მანქანების შემოწმებას ახდენს. ეს არის ე.წ. იქსრეი ტიპის სკანირების აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსუბუქი ავტომანქანების შემოწმება, რომ ამ ავტომანქანების საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოვიდეს უკანონოდ იარაღი, ნარკოტიკი, კონტრაბანდა და ასე შემდეგ. ასევე ამ აპარატურას შეუძლია შეამოწმოს ის ტვირთი, რომელიც გადის საქართველოდან რუსეთში და შეუძლია დააფიქსიროს ისეთი ტვირთის არსებობა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე რუსეთისთვის სანქცირებულია. ეს აპარატურა დაახლოებით არის 2.5 მლნ დოლარის ღირებულების. ეს აპარატურა ჩემი ცნობით უკვე არის ლარსის საზღვართან. ამის დამონტაჟება უნდა მოხდეს ამერიკული კომპანიის მიერ, თუმცა „ქართული ოცნების” ანტიევროპული პოლიტიკის გამო ეს დახმარებაც შეჩერებულია, როგორც სხვა დანარჩენი”, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა