გია ჯაფარიძე - იმის ნაცვლად, რომ „ქართული ოცნება“ ფინანსებს იზიდავდეს, ფიქრობდეს ევროკავშირიდან ინვესტიციებზე, ებრძოდეს სიღარიბეს, უმუშევრობას, ის ჭრის სასიცოცხლო ხაზებს პარტნიორებთან, უსპობს საქართველოს ევროპულ მომავალს

იმის ნაცვლად, რომ "ქართული ოცნება" ასეთ ფინანსებს იზიდავდეს საქართველოში, ფიქრობდეს ევროკავშირიდან ინვესტიციებზე, ებრძოდეს სიღარიბეს, უმუშევრობას, უპერსპექტივობას, ის ჭრის ჩვენთვის ასე მნიშვნელოვან, სასიცოცხლო ხაზებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში, უსპობს საქართველოს ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ გია ჯაფარიძე "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ, ლიეტუვას სეიმის ვიცე-სპიკერის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" პოლიტიკა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს.

"ევროპის კავშირის არაერთმა მაღალი თანამდებობის პირმა, ევროპის პარლამენტის წევრებმა, ევროკომისიამ, არაერთხელ განაცხადეს, რომ "ქართული ოცნების" ანტიქართული, არადემოკრატიული და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების გამო შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ეს არაერთხელ, თავიანთი განცხადებით დაადასტურეს აგრეთვე ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა თბილისში, ისევე, როგორც ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელობამ. "ქართული ოცნების" პოლიტიკა საქართველოს აქცევს საერთაშორისო იზოლაციაში, შეჩერებულია ფინანსური ნაკადებიც, რომელიც საქართველოში მოემართებოდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის. იმის ნაცვლად, რომ "ქართული ოცნება" ასეთ ფინანსებს იზიდავდეს საქართველოში, ფიქრობდეს ევროკავშირიდან ინვესტიციებზე, ებრძოდეს სიღარიბეს, უმუშევრობას, უპერსპექტივობას, ის ჭრის ჩვენთვის ასე მნიშვნელოვან, სასიცოცხლო ხაზებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში, უსპობს საქართველოს ევროპულ მომავალს და საქართველოს მოქალაქეებს ტოვებს სიღარიბეში“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ლიეტუვას სეიმის ვიცე-სპიკერმა ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის სახელით არ საუბრობს.

„ქართული კოშმარი“ იმდენად დაკავებულია პეკინისა და მოსკოვისთვის ყველა კარის გაღებით, რომ ვაშინგტონის, ბრიუსელისა და ტრანსატლანტიკური ოჯახის სხვა მეგობრული დედაქალაქების კარს ხურავს,“- განაცხადა ჟიგიმანდას პავილიონისმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება