სამცხე-ჯავახეთში „თიბისის“ ღია კინოჩვენებების სერია გაიმართა

ბორჯომის მერაბ კოსტავას სახელობის ბაღში, “თიბისის” ინიციატივით ანიმაციის „სხვა ლეველის ოდისეა“ ჩვენება და მის შემქმნელებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი მაცხოვრებლები, დამსვენებლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, ფილმის ღია ჩვენებები უკვე მოეწყო ახალქალაქსა და ბორჯომში. მომდევნო ღია კინოჩვენება კი ახალციხესა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

„გარდა ფილმის ჩვენებებისა, „თიბისის“ ინიციატივითა და ხელშეწყობით, სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები მოეწყობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ღონისძიებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია!

„თიბისი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუციაა, რომელიც აცნობიერებს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, თუ როგორი პოზიტიური გავლენა შეუძლია იქონიოს „თიბისიმ“ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ამიტომ „თიბისისთვის“ კულტურის, განათლების და შემეცნებითი პროგრამების მხარდაჭერა მისი დაარსების დღიდან პრიორიტეტს წარმოადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს