თემურ ცამციშვილი - ხელისუფლების უყურადღებობისა და არაკომპეტენტურობის ბრალია, რომ ბავშვები თერჯოლის 1-ელ საჯარო სკოლაში ვერ სწავლობენ, სკოლა კიდევ ერთ წელს იქნება დარჩენილი უფუნქციოდ - ეს სტაგნაცია 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ

ხელისუფლების უყურადღებობისა და არაკომპეტენტურობის ბრალია, რომ ბავშვები თერჯოლის პირველ საჯარო სკოლაში ვერ სწავლობენ, რეაბილიტაცია ისე ნელა მიმდინარეობს, რომ სკოლა კიდევ ერთ წელს იქნება დარჩენილი უფუნქციოდ და ეს სტაგნაცია 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ცამციშვილმა თერჯოლის სკოლის რეაბილიტაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, ხელისუფლებამ პროცესის დასრულება ამ დრომდე ვერ მოახერხა.

„უკვე მეოთხე წელიწადი იწყება, რაც თერჯოლის პირველი საჯარო სკოლა არ ფუნქციონირებს და აქედან მოსწავლეებს ჩხარის სკოლაში უწევთ სიარული, რომელიც აქედან, დაახლოებით, 10 კმ-ით არის დაშორებული.

იმის მიუხედავად, რომ ეს პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ მოახერხა რეაბილიტაციის დასრულება და პროცესი ისეთი ნელი ტემპით მიმდინარეობს, რომ სავარაუდოდ, სკოლა, მინიმუმ, კიდევ ერთი წელი იქნება უფუნქციოდ დარჩენილი. ხელისუფლების უყურადღებობისა და არაკომპეტენტურობის ბრალია, რომ ბავშვები ამ სკოლაში ვერ სწავლობენ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს დავამთავროთ ეს სტაგნაცია ქვეყანაში და დავუბრუნდეთ მსგავსი მშენებლობებისა და პროექტების დასრულების ტემპის ძველ ნიშნულს. მე დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს თერჯოლელები სწორ არჩევანს გააკეთებენ“, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება