მამუკა მდინარაძე - ქვეყნის სიყვარული, პროფესიონალიზმი, სანდოობა, კეთილსინდისიერება და ხალხის სიყვარული - ეს არის ის კრიტერიუმები, რომლებითაც შევარჩიეთ დელეგატები და არა მაჟორიტარები, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ

ქვეყნის სიყვარული, პროფესიონალიზმი, სანდოობა, კეთილსინდისიერება და ხალხის სიყვარული - ეს არის ის კრიტერიუმები, რომლებითაც ჩვენ შევარჩიეთ ჩვენი დელეგატები და არა მაჟორიტარები, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საარჩევნო ოლქებში „ქართული ოცნების“ დელეგატებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, დელეგატებთან დაკავშირებით ოპოზიცია პიარის ცრუ გზას დაადგა.

„შესაბამის ოლქებში 30 ადამიანი ვერ შეარჩიეს, რომლებსაც მიაწერენ გვერდში, რომ ისინი იქნებიან საქართველო პარლამენტში მათი წარმომადგენელი გასვლის შემთხვევაში. არც იმდენი რეიტინგი აქვთ, რომ გამსვლელის სიაში ჩაწერონ ასეთი ადამიანები, არც ავტორიტეტული ადამიანები ჰყავთ დელეგატებად რომ დააყენონ, ამიტომ ისინი ცრუ პიარის გზას დაადგნენ , როგორსაც აქამდე აკეთებდნენ“,- განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, კითხვაზე დეპუტატ, ფრიდონ ინჯიას მიერ „რუსული კანონისთვის“ მხარდაჭერის გამო შეიყვანა თუ არა „ოცნებამ“ მისი შვილი, ილია ინჯია დელეგატების სიაში, მდინარაძე პასუხობს, რომ ილია ინჯიას პერსონალური დახასიათებიდან გამომდინარე მოხვდა სიაში და არა იმიტომ, რომ ფრიდონ ინჯიას შვილია.

„რუსული კანონი“ არ არსებობს და „რუსული კანონისთვის“ არავის დაუჭერია მხარი იმიტომ, რომ ჩვენი პარლამენტის წევრთაგან არავინ ყოფილა რუსეთის დუმაში. ილია ინჯია არის ადამიანი, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრები ძალიან კარგად იცნობენ. მე, მას ბოლო დღეებში შევხვდი და კონსულტაციები გვქონდა. ჩემზეც იიგივე შთაბეჭდილება დატოვა, რაც იმ ადამიანებზე, რომლებსაც მას პოზიტიურად ახასიათებდნენ, შესაბამისად, ეს გახდა ჩვენ სიაში მოხვედრის მთავარი ფაქტორი. შვილები ძალიან ბევრ ადამიანს ჰყავს, მათ შორის, ძალიან კარგი შვილები ჰყავთ ჩვენი პარლამენტის წევრებს, მაგრამ ყველასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია, რომ ისინიც გამხდარიყვნენ პარლამენტის წევრები. ამიტომ, ილია ინჯიას პერსონალური დახასიათებიდან გამომდინარე მოხდა სიაში და მამა-შვილობა არაფერ შუაშია. ის არის წარმატებული ბიზნესმენი. გუშინ წინ დავრწმუნდი, რომ მისი ხედვები ემთხვევა ჩვენსას. ეს ადამიანი პრაგმატულად აზროვნებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება