ბექა ოდიშარია - ელისაშვილის, ანა დოლიძისა და ხაზარაძის გაერთიანებას, არცერთს არ ჰქონდა ცალ-ცალკე შანსი და რომ გაერთიანდებიან რა შანსი ექნებათ? - არითმეტიკაში 0+0+0 ისევ 0-ია და არაფერი გამოდის ამ საქმიდან

ელისაშვილის, ანა დოლიძისა და ხაზარაძის გაერთიანებას, არცერთს არ ჰქონდა ცალ-ცალკე შანსი და რომ გაერთიანდებიან რა შანსი ექნებათ? - არითმეტიკაში 0+0+0 ისევ 0-ია და არაფერი გამოდის ამ საქმიდან, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი მამუკა ხაზარაძეს თაღლითს და ყაჩაღ მევახშე ბიზნესმენს პირდაპირ ეძახდა.

„თუ ვიგულისხმებთ ელისაშვილის, ანა დოლიძისა და ხაზარაძის გაერთიანებას, არცერთს არ ჰქონდა ცალ-ცალკე შანსი და რომ გაერთიანდებიან რა შანსი ექნებათ? არითმეტიკაში 0+0+0 ისევ 0-ია და არაფერი გამოდის ამ საქმიდან. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კიდევ მეოთხე, ძალიან აქტიური, „გამთეთრებელი“, არჩევნების გაყალბების ყველანაირად ხელშემწყობი და სხვადასხვა პლატფორმიდან ზურგის გამმაგრებელი კაცი დაიმატეს. ისინი საზოგადოებაში რა ნდობას მოიპოვებს, როდესაც ელისაშვილი [მამუკა ხაზარაძეს] პირდაპირ ეძახდა თაღლითს და ყაჩაღ მევახშე ბიზნესმენს. ანა დოლიძე საერთოდ იდეოლოგიას ებრძოდა ბანკებისგან დაზარალებული ადამიანებისა. უცებ „ჰოპლა“ და აღმოჩნდნენ ერთ კალათაში. თუ თვითონ აღმოჩნდნენ - უპრინციპოები არიან. სხვებმა თუ უკარნახეს მაშინ მშიშრები არიან. აირჩიონ ახლა რომლები არიან - ამ ხალხმა რა უნდა მოიპოვოს. ისევე როგორც “ევროპული საქართველო” დედაპარტიასთან - “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად რვაჯერ აგებდა არჩევნებს “ქართულ ოცნებასთან”. “ევროპული საქართველო” გახდნენ და საერთოდ ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი. ახლა ამ პარტიას, მათი მთავარსარდლობა ერთი ოჯახის სახით გამოეყო. ცალკე ეს ადამიანები ან ის დარჩენილი ხალხის რისი გამკეთებლები არიან ძალიან გამიჭირდება [თქმა]. როგორც ჩანს, ამ ორმა ადამიანმა, ერთმა ოჯახმა მათ იდეოლოგიური საფუძველი გამოაცალეს და საერთოდ ბრინჯივით დაიბნევიან”, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!