იუსტიციის სახლთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, იუსტიციის სახლთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება.

მათივე ცნობით, ხიდის დემონტაჟის პროცესს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

„ექსპერტიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ხიდი არის მძიმე ავარიულ მდგომარეობაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრის დასკვნაში მითითებულია, რომ კონსტრუქციაზე მრავლად შეინიშნება მნიშვნელოვანი დაზიანება-დეფექტები. ასევე, აღნიშნულია, რომ მშენებლობის პროცესშივე არასწორად და არასრულყოფილად მოეწყო წყალმომცილებელი სისტემა, სავალი ნაწილი, მოაჯირები, კიბეები და სხვა დეტალები.

ამასთან, დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, რაც ფაქტობრივად, ნაგებობის სრულ დემონტაჟს და ახლის მშენებლობას გულისხმობს“, - აღნიშნავენ მერიაში.

მათივე განმარტებით, მიმდინარე სადემონტაჟო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.

„საფეხმავლო ხიდის მიმდებარედ მოეწყო ქვეითთა გადასასვლელი და შუქნიშნები, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ გადაადგილდნენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. შესაბამისად, არსებული ამორტიზებული ხიდი, რეალურად, უფუნქციო გახდა. ფაქტობრივად, საჭირო იყო კონსტრუქციის სრული დემონტაჟი და ახლის მშენებლობა, რაც რამდენიმე მილიონი ლარი დაჯდებოდა. ამავდროულად, არ არის ადაპტირებული და შშმ პირები ვერ სარგებლობდნენ. ზოგადად, ამ ხიდზე გადაადგილება არ იყო კომფორტული“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

მისივე განმარტებით, საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერიამ მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება