ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ივლისის გამოკითხვის შეჯამებულ შედეგებს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ივლისის გამოკითხვის შეჯამებულ შედეგებს აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ივლისში ივნისთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები არ გაზრდილა, ხოლო ივლისში ივნისთან შედარებით, მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია.

„ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები არ გაზრდილა. ერთი მხრივ, საგრძნობლად დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 2%-4%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ, მოიმატა იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას უფრო დაბალ ინტერვალში 0%-თან ახლოსა და 0%-2%-ის ფარგლებში ელოდებიან. თუმცა ამავდროულად, მოიმატა იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას 4%-6%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. ერთი მხრივ, ივნისთან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას დაბალი ზრდის ინტერვალში 0%-2%-ისა და 2%-4% ფარგლებში ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში მცირედით გაზრდილია. კერძოდ, ივლისში ივნისთან შედარებით გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 4%-6%-ის ინტერვალში ელოდებიან. ამავე დროს დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-2%-ის ზრდის ინტერვალში ვარაუდობენ. ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10%-20%-ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ფიქრობენ. ამავე დროს, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10%ისა და 20%-30%-ით ზრდის ფარგლებში ელოდებიან. გამოკითხულთა აზრით, ივლისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) ივნისთან შედარებით შემცირებულია“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო