ოთარ გრიგოლია - თბილისის საკრებულოში ოპოზიციამ პრაქტიკულად თავი გაიუქმა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ განცხადება გააკეთა და ოპოზიციის მიერ ბოიკოტის გამოცხადებას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ოპოზიცია გაემიჯნა საკრებულოს საქმიანობას.

„თბილისის საკრებულოში ოპოზიციამ პრაქტიკულად თავი გაიუქმა, რადგან არ მონაწილეობენ საკრებულოს საქმიანობაში. ისინი გამიჯნულები არიან და საკრებულოს მიღმა აკეთებენ განცხადებებს, რომელთან დაკავშირებითაც არანაირი არსებითი წარმოდგენა არ აქვთ. ძირითადად ეს არის წინასაარჩევნო რეფლექსიები, რომ დაძაბონ სიტუაცია და არსებითად მათ შეფასებებს რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს,“ - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ ოპოზიციას მოუწოდა, საკრებულოს მუშაობაში ჩაერთონ.

„მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, რომ დაბრუნდნენ ჩვეულ სამუშაო გარემოში, იყვნენ კონსტრუქციულები, შეასრულონ ხალხის მიერ მათზე დაკისრებული ფუნქცია და დაანებონ ქუჩა-ქუჩა სირბილს და ტყუილების გავრცელებას თავი,“ - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს