ანა კილაძე - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყანაში მშვიდობას, კეთილდღეობას, ღირსებით ევროპისკენ სწრაფვას დაუჭერს მხარს

თბილისი საკრებულოს წევრმა, უმრავლესობის წარმომადგენელმა ანა კილაძემ საკრებულოს სხდომაზე სრულიად საქართველოს და ყველა სპორტსმენს ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები მიულოცა.

,,ვულოცავ სრულიად საქართველოს, ყველა სპორტსმენს და ყველა იმ პირს, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამ უდიდეს წარმატებაში. მინდა მივულოცო და წარმატებები ვუსურვო ყველა ოლიმპიელ ლიცენზიანტს, რომლებმაც პარიზის ოლიმპიადაზე დიდი გამოცდილება მიიღეს და გვჯერა, რომ 2028 წელს, ოლიმპიურ თამაშებზე ისინი თავიანთ სიტყვას იტყვიან’’, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ანა კილაძემ ასევე ხელისუფლების როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ქართული სპორტის მხარდასაჭერად ყველაფერს აკეთებს.

მისივე თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რაც იმის გარანტი იქნება, რომ ჩვენი სპორტსმენები კიდევ უფრო წარმატებულად იასპარეზებენ და არაერთხელ ააჟღერებენ ქართულ ჰიმნს მომდევნო ოლიმპიადებზე.

ანა კილაძემ ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რომლის ინიციატივითაც 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე პრემიას მიიღებს გუნდის მთელი პერსონალი.

,,რაც შეეხება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, დარწმუნებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყანაში მშვიდობას, კეთილდღეობას, ღირსებით ევროპისკენ სწრაფვას დაუჭერს მხარს. მოვუწოდებ, ოპოზიციის წარმომადგენლებს, მოერიდონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებას საზოგადოებაში, იყვნენ კონსტრუქციულები, რათა არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდობიან გარემოში’’, - განაცხადა ანა კილაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება