დავით ფაცაციამ, ზაზა ვაშაყმაძემ და ტარიელ პაპინაშვილმა აფხაზეთიდან დევნილებს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცეს

დღეს, 16 აგვისტოს, აფხაზეთიდან დევნილებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებისა და გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს" ჰუმანიტარული დახმარება - 25 ფუთა ტანსაცმელი და 500 კგ. ბრინჯი გადაეცათ.

„აქციაში მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი სანდრო შეყილაძე და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.

რელიგიის სააგენტოს, აფხაზეთის მთავრობისა და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების საქველმოქმედო აქციები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, პერიოდულად ტარდება და აქციის ორგანიზატორთა თქმით, მომავალშიც გაგრძელდება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება