აშშ-ის საელჩოს განცხადებით, სახელმწიფო მდივნის მიერ გამოცხადებულმა დახმარების შეჩერებამ საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზეც იმოქმედა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ გამოცხადებულმა დახმარების შეჩერებამ საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზეც იმოქმედა.

როგორც საელჩოში აცხადებენ, აღნიშნული დახმარება შეჩერდა მთავრობის ცრუ ნარატივებისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ.

„საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივებისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ გამოცხადებულმა [დახმარების] შეჩერებამ იმოქმედა საქართველოს სასაზღვრო - გამშვებ პუნქტებზე რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზე.

აშშ-ის მთავრობა აგრძელებს უშუალოდ საქართველოს მოსახლეობის მხარდამჭერ პროგრამებს, რომლებიც ეხება სტუდენტებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, ფერმერებს, სხვადასხვა ჯგუფებს - მათ შორის სოფლად - სამოქალაქო საზოგადოებას, მარგინალურ ჯგუფებსა და დამოუკიდებელ მედიას“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რომელიც „ინტერპრესნიუსს“ კითხვის პასუხად გამოუგზავნეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება