ანა ნაცვლიშვილი „ევოლუშენ ჯორჯიას“ მოშიმშილე თანამშრომლებს შეხვდა

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი „ევოლუშენ ჯორჯიას” მოშიმშილე თანამშრომლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიუღებელია, როცა ქვეყანაში თვეზე მეტია უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს და სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკითხი სამართლიანად გადაწყდეს.

„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ადამიანები იძულებული არიან პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართონ საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად. ამ ხელისუფლების „დამსახურებაა”, რომ ქვეყანას დააკარგვინეს 200 000 სამუშაო ადგილი სამართლიანი ანაზღაურებით. შრომით ბაზარზე იმდენად მძიმე ვითარებაა შექმნილი, რომ ადამიანები ხშირად იძულებულნი არიან, დასთანხმდნენ უსამართლოდ დაბალ ანაზღაურებას და მიუღებელ შრომის პირობებს ან წავიდნენ ემიგრაციაში. ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა ათასობით ადამიანს აწუხებს იმიტომ, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი არ არის ადამიანების დასაქმება სამართლიანი ანაზღაურებით. ჩვენი პრიორიტეტი იქნება დასაქმება, ინვესტორების მოზიდვა, რომლებიც შექმნიან მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, სამართლიანი შრომის პირობებით და ანაზღაურებით. “ძლიერი საქართველო” შექმნის იმ 200 000 სამუშაო ადგილს, რომლის დეფიციტიც “ქართული ოცნების” პირობებში ქვეყანაში არსებობს”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილმა ამ თემაზე საქართველოს პარლამენტში ბრიფინგი 2 აგვისტოს გამართა, დეპუტატმა პასუხისმგებელი უწყებებიდან (შრომის ინსპექცია, სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი), ასევე, დამსაქმებლისგან ინფორმაცია გამოითხოვა და საკითხზე საპარლამენტო ზედამხედველობა დაიწყო.

ცნობისთვის, “ევოლუშენის” თანამშრომლები თვეზე მეტია გაფიცულები არიან, მათი მოთხოვნები ანაზღაურების ზრდა და შრომის ღირსეული პირობების შექმნაა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო