გურამ ოქროპირიძე - მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიური ნაკრების ყოველი წევრი მიიღებს ფინანსურ ჯილდოს

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, განცხადება გააკეთა.

დეპუტატმა სიტყვით გამოსვლა მილოცვით დაიწყო და პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს, ოლიმპიურ ჩემპიონებს, პრიზიორებს, სამწვრთნელო შტაბს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საამაყო და სასიხარულოა, რომ საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა წარმატებას მიაღწია და ჩვენი ოლიმპიელები მედლებით დაბრუნდნენ სამშობლოში. მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიური ნაკრების ყოველი წევრი მიიღებს ფინანსურ ჯილდოს. რა თქმა უნდა, როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე სპორტული ინფრასტრუქტურისა და პროგრამების განვითარების მხარდაჭერა გაგრძელდება და უფრო მეტი წარმატებული სპორტსმენი ეყოლება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა