ალექსანდრე ტაბატაძე - გავრცელებული დეზინფორმაცია ზიანს აყენებს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძის შეფასებით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ პრემიერ-მინისტრის ბრძანების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციას წარმოადგენს და იგი ზიანს აყენებს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და მთლიანობაში საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ალექსანდრე ტაბატაძე მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ეროვნული ინტერესებისათვის დამაზიანებელია.

„პრემიერ-მინისტრის ბრძანება გაწვევის გადავადების შესახებ ეხება მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებს, რომელსაც განიხილავს თავდაცვის კოდექსის საფუძველზე შექმნილი კომისია. აღნიშნული მექანიზმი აქამდეც არსებობდა და ახლა ეს პროცესი თავდაცვის კოდექსის საფუძველზე, უფრო მეტად დაიხვეწა - უფრო გამჭვირვალე და ინკლუზიური გახდა", - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა