კახაბერ ლაბუჩიძე - წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 62 ათასი აღსაზრდელი წავა - ეს უპრეცედენტო ციფრია

ახალ სასწავლო წელს დედაქალაქი უკვე არსებულთან ერთად ხუთი ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღით ხვდება. ეს დამატებით 1500-მდე ახალი ადგილია ჩვენი პატარებისთვის. წელს ჯამში სულ ჩვენი დედაქალაქის 62 ათასი პატარა მცხოვრები წავა ბაღში. ეს უპრეცედენტო ციფრია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ განაცხადა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, განათლებისა და კულტურის საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებები, თითქოს მშობლები ბავშვებს საბავშვო ბაღში ვერ არეგისტრირებენ, მტკნარი სიცრუეა.

„კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრის, ანა დოლიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მშობლები ვერ ახერხებდნენ ბავშვთა რეგისტრაციას, არის სიცრუე. უცნაურია, რატომ არის ეს ადამიანი ამ სახელწოდების კოალიციაში. მათ ხომ წარმოდგენაც არ აქვთ, რომ მართლაც ძლიერი საქართველოს შექმნა ტყუილით, ცალ ფეხზე დგომით და ზღაპრების მოყოლით გამორიცხულია“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

მისივე თქმით, თბილისის ბაღებში რეგისტრაცია მიმდინარეობს სამ ეტაპად. როგორც კახაბერ ლაბუჩიძემ აღნიშნა, მათგან, ვინც ვერ შეძლო მეორე ეტაპზე რეგისტრაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის არქონის გამო, უკლებლივ ყველა დარეგისტრირდა მესამე ეტაპზე, ასევე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან თითოეულ მომართვასა თუ ზარზე იყო შესაბამისი რეაგირება.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ახალი საბავშვო ბაღები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობები და უსაფრთხო გარემო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა.

„მინდა საკრებულოს წევრებს, მაჟორიტარებს, მერიისა და ბაგა-ბაღების სააგენტოს თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო და აღვნიშნო, რომ არცერთ გადაწყვეტილებაში, რომლებიც ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებლების სასიკეთოდ იყო მიმართული, ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ“, - დასძინა კახაბერ ლაბუჩიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი