ირაკლი ნადირაძე - ფაქტია, Black Sea Arena ბიუჯეტს მილიონობით ლარის ზარალს აყენებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მას ჯიუტად აფინანსებს მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ბერა ივანიშვილის ძმაკაცები შევინახოთ 10 000 ლარიანი ხელფასებით

ფაქტია, Black Sea Arena სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარის ზარალს აყენებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მთავრობა მას ჯიუტად აფინანსებს ათობით მილიონი ლარით, მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ბერა ივანიშვილის ძმაკაცები შევინახოთ 10 000 ლარიანი ხელფასებით, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი მილიონობით ლარს ჩუქნიან ამ ადამიანებს, სადაც უამრავი ბავშვი შიმშილობს და უამრავი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პრობლემაა.

„ფაქტია, რომ გადმოცემის დღიდან, Black Sea Arena სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარის ზარალს აყენებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მთავრობა მას ჯიუტად აფინანსებს ათობით მილიონი ლარით, მხოლოდ იმიტომ რომ იქ, ბერა ივანიშვილის ძმაკაცები შევინახოთ 10 000 ლარიანი ხელფასებით.

ეს არის საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა, ეს არის ის მილიონები, რომელიც აკლდება ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას, რომელსაც ისედაც გაძვირებული აქვს ცხოვრება.

მათთვის, ყოველი თეთრი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმიტომ რომ ასე უნდა ბერას და ასე უნდა "ქართულ ოცნებას", ისინი მილიონობით ლარს ჩუქნიან ამ ადამიანებს ქვეყანაში, სადაც უამრავი ბავშვი შიმშილობს და უამრავი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პრობლემაა“, - აღნიშნა ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს