ალექსანდრ სირსკი ვოლოდიმირ ზელენსკის - უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში პოზიციები გაიმყარეს

უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში პოზიციები გაიმყარეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ალექსანდრ სირსკიმ განუცხადა, რომ „უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში პოზიციები გაიმყარეს და სტაბილიზებული ტერიტორია გააფართოვეს“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„მადლობა ყველა ჯარისკაცსა და მეთაურს, რომლებსაც რუსი სამხედროები ტყვეებად აჰყავთ და ამით ჩვენი ჯარისკაცებისა და სამოქალაქო პირების, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან, გათავისუფლებას აახლოებენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი