თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტი სააკაშვილი იყო გაერთიანების მთავარი მოტივატორი - მჯერა, დღეს ბედნიერი იქნება - გპირდებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე

პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ჩვენი გაერთიანების მთავარი მოტივატორი. მჯერა, დღევანდელი გაერთიანებით, დღევანდელი გამსხვილებით ბედნიერი იქნება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გაფართოება მნიშვნელოვანი გაძლიერებაა პოლიტიკური პლატფორმისთვის.

„პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ჩვენი გაერთიანების მთავარი მოტივატორი. მჯერა, დღევანდელი გაერთიანებით, დღევანდელი გამსხვილებით ის ბედნიერი იქნება. ერთი მხრივ, კობა ნაყოფია, როგორც მან თქვა მისი ძველი თანამებრძოლი, მეგობარი შემოგვიერთდა, მეორე მხრივ, “ევროპული საქართველო” დიდი ევროპული ოჯახის წევრია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ეს მნიშვნელოვანი გაძლიერებაა ჩვენი პოლიტიკური პლატფორმისთვის. გავძლიერდეთ, გავმხნევდეთ”, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ამასთან, ბოკუჩავამ განმარტა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

„ძალიან მალე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით. გპირდებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, უმოკლეს ვადაში გახდება ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ღირსეული წევრი”, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი