უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - ცნობები იმის შესახებ, თითქოს გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას წყვეტს, არაკორექტულია და მანიპულაციას წარმოადგენს

ცნობები იმის შესახებ, თითქოს გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას წყვეტს, არაკორექტულია და მანიპულაციას წარმოადგენს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ გამოცემა “უკრინფორმთან” საუბარში განაცხადა.

„ცნობები იმის შესახებ, თითქოს გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას წყვეტს, არაკორექტულია. ეს ისეთივე მანიპულაციაა, როგორც წინა ცნობები მომდევნო წელს დახმარების ორჯერ შემცირების შესახებ,” - განაცხადა ტიხიმ.

მან აღნიშნა, რომ გერმანიაში ნამდვილად გრძელდება საბიუჯეტო პროცესი, „რომელსაც ყურადღებით ვაკვირდებით.”

ტიხის თქმით, მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტი ნოემბერში იქნება დამტკიცებული, და მხოლოდ მაშინ იქნება მომდენო წელს უკრაინის დახმარების დონე.

“ახლა, ისევე როგორც წინა წელს, გერმანიის მთავრობამ ბიუჯეტის პროექტში უკრაინის დახმარების გარკვეული თანხა დაგეგმა. ის იმის ანალოგიურია, რაც წინა წელს იყო დაგეგმილი საბიუჯეტო პროცესის ამ ეტაპზე. წინ წელს ეს თანხა შემოდგომაზე ბიუჯეტის მიღების საპარლამენტო ეტაპზე გაიზარდა…

ხაზს ვუსვამთ, რომ ყოველი ევრო, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობაში ინვესტირებული - ეს წვლილია რუსული აგრესიის ფონზე მთელი ევროპის უსაფრთხოებაში,” - განაცხადა ტიხიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე აგრძელებს გერმანელ პარტნიორებთან უკრაინის დახმარების შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე მუშაობას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს