ლევან ხაბეიშვილი - ჩემი და ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა, ერთიანობით შევძლოთ ამ ხელისუფლების დამარცხება, რომელიც იმ პრობლემებს, რომლებზეც მე გიყვებით, არ აგვარებს, ვერ აგვარებს და არც აინტერესებს

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, მე მათ ვიზიარებ და მეტსაც გეტყვით: ჩემი და ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა, ერთიანობით შევძლოთ ამ ხელისუფლების დამარცხება, რომელიც იმ პრობლემებს, რომლებზეც მე თქვენ გიყვებით, არ აგვარებს, ვერ აგვარებს და არც აინტერესებს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ყველაზე მეტად რაც უნდა გვახსოვდეს ყოველდღიურ რეჟიმში, ეს არის ის პრობლემები, რომლებიც აწუხებს საქართველოს მოსახლეობას: ზაფხულია, სექტემბერი მოდის, 580.000-მდე მოსწავლე ემზადება საჯარო სკოლებში წასასვლელად, 160.000 სტუდენტი ემზადება, რომ უმაღლეს სასწავლებელში მივიდეს, 170.000-მდე აღსაზრდელი კი ემზადება, რომ მივიდეს საბავშვო ბაღში. მშობლებს აქვთ ყოველდღიური პრობლემები და ეს პრობლემები რომ მოაგვარონ, ამას 800-დან 1.400 ლარამდე სჭირდება.

ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისთვის" უმნიშვნელოვანესია ამ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი, მათ შორის, ამ ერთიანობაში შემავალი ყველა პოლიტიკური პარტია, გაერთიანება, პოლიტიკური ლიდერი, მოტივირებულია ამ პრობლემების გადასაჭრელად.

სხვა ყველა პრობლემა მეათასეხარისხოვანია, ნებისმიერი "ამან თქვა-იმან თქვა" არის უინტერესო იმ პირობებში, როცა ადამიანებს აქვთ კონკრეტული საჭიროებები და კონკრეტული პრობლემები.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, მე მათ ვიზიარებ და მეტსაც გეტყვით: ჩემი და ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა, ერთიანობით შევძლოთ ამ ხელისუფლების დამარცხება, რომელიც იმ პრობლემებს, რომლებზეც მე თქვენ გიყვებით, არ აგვარებს, ვერ აგვარებს და არც აინტერესებს. მე მაინტერესებს და ჩემს კოლეგებს ეს პრობლემები. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის, რომელიც კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გარშემოა გაერთიანებული, ეს პრობლემები პრიორიტეტული იქნება, რადგან მოსახლეობას სწორედ ეს პრობლემები აწუხებს.

ახლა ტელევიზორს ვინც ჩართავს და დაინახავს კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს პრობლემები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და იმაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ ისინი მოგვარდეს. სხვა პრობლემები, როგორიცაა პოლიტიკურ პარტიებში ტექნიკური გადაადგილებები - ეს მეასეხარისხოვანია და ჩვენ ამ ადამიანების პრობლემების მოგვარება უნდა უზრუნველვყოთ: ეს არის ჩემი მთავარი მოტივაცია, რისთვისაც ვარ პოლიტიკურ, საჯარო სივრცეში, რისთვისაც ვიბრძვი და გავაგრძელებ ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ ყველანი შევძლებთ გამარჯვებას", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის