თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე ჩიკაგოში, ყრილობას დაესწრებიან, სადაც „დემოკრატიული პარტია“ პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისს ოფიციალურად წარადგენს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარესთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად რამდენიმე დღიანი ვიზიტით აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გაემგზავრა, სადაც კამალა ჰარისის, როგორც "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატის ოფიციალური წარდგენა მოხდება.

როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ „გავაღრმაოთ და აღვადგინოთ ურთიერთობა ამერიკა-საქართველოს შორის, რომელსაც სერიოზული ზიანი მიაყენა ივანიშვილის ანტიდასავლურმა პოლიტიკამ“.

„დღეს მივფრინავთ ჩიკაგოში, „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე, სადაც კამალა ჰარისს ოფიციალურად წარადგენენ, როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს.

ცოტა ხნის წინ, ასევე, ვიმყოფებოდი „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობაზე, სადაც დონალდ ტრამპის წარდგენა მოხდა „რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატად. ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო ღონისძიება აშშ-ში, სადაც წარმოდგენილია სრულად ერთი მხრივ "რესპუბლიკური" და ახლა უკვე "დემოკრატიული პარტიის" ლიდერშიფი და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ გავაღრმაოთ და აღვადგინოთ ურთიერთობა ამერიკა-საქართველოს შორის, რომელსაც ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა ივანიშვილის ანტიდასავლურმა პოლიტიკამ“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს