არმაზ ახვლედიანი - შემოვკრათ განგაშის ზარი, გავერთიანდეთ, რომ მავნებლობისა და დანაშაულებრივი პოლიტიკის წყარო ოქტომბერში ხელისუფლებიდან გავისტუმროთ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, არმაზ ახვლედიანის შეფასებით, საქართველოში დემოგრაფიის კუთხით კატასტროფული მდგომარეობაა.

როგორც მან აღნიშნა, სიკვდილიანობა უკვე აჭარბებს შობადობას, რაც საფუძველია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ოქტომბერში შეიცვალოს.

„საქართველოში დემოგრაფიის კუთხით კატასტროფული მდგომარეობაა. უპერსპექტივობა, სიღარიბე, არავინ ადამიანზე არ ზრუნავს, დაპირისპირებაა, იხლიჩება ოჯახები, უპრეცედენტო მაჩვენებელია სიკვდილიანობაში, უკვე შობადობას აჭარბებს, რაც იმის საფუძველია, რომ ყველამ შემოვკრათ განგაშის ზარი, მეორე მხრივ, პოლიტიკოსებთან ერთად, ყველა ადამიანი გავერთიანდეთ, რომ ამ მავნებლობის, დანაშაულებრივი პოლიტიკის წყარო ოქტომბერში ხელისუფლებიდან გავისტუმროთ“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი