ლაშა ფარულავა - მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ მავნებლური პოლიტიკა ერთიანობით დავასრულოთ და მნიშვნელოვანი კეთილდღეობა შევქმნათ, რომელიც ჩვენს მასწავლებლებს ექნებათ

მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ მავნებლური პოლიტიკა ერთიანობით დავასრულოთ და ის მნიშვნელოვანი კეთილდღეობა შევქმნათ, რომელიც ჩვენს მასწავლებლებს ექნებათ, - ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მასწავლებლის დღის აღნიშვნაზე ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.

ფარულავას განცხადებით, ზეიმი კარგია, მაგრამ პირველი, რასაც საქართველოს მთავრობა უნდა აკეთებდეს, არის მასწავლებელთა კეთილდღეობა.

„საქართველოში ათასობით მასწავლებელს არ აქვს საშუალება, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა უზრუნველყოს. ზეიმი კარგია, მაგრამ პირველი, რასაც საქართველოს მთავრობა უნდა აკეთებდეს, არის მასწავლებელთა ის კეთილდღეობა, რომელიც მნიშვნელოვანია მათი ოჯახებისთვის, რომ მთლიანად ორიენტირებულები იყვნენ განათლებაზე, იმ სასწავლო პროცესზე, რომელიც საკლასო ოთახში მიმდინარეობს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნების“ მავნებლური პოლიტიკა ერთიანობით დავასრულოთ და ის მნიშვნელოვანი კეთილდღეობა შევქმნათ, რომელიც ჩვენს მასწავლებლებს ექნებათ“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი