პრეზიდენტი - გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ეროვნული გმირები ქვეყნის ენერგიის წყარო არიან - ისინი აცოცხლებენ და აღვივებენ საუკუნეების მანძილზე დაგროვილ უზარმაზარ ეროვნულ მუხტს

გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ეროვნული გმირები ქვეყნის ენერგიის წყარო არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

"ესენი აცოცხლებენ და აღვივებენ საუკუნეების მანძილზე დაგროვილ უზარმაზარ ეროვნულ მუხტს.

მარადიული ხსოვნა იყოს თქვენი! ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ თქვენი ღირსნი ვიყოთ და თქვენი გზა ჩვენც გავამართლოთ!", - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალებმა ცხინვალში წამებით მოკლეს. ანწუხელიძის ცხედარი ცხინვალიდან 2008 წლის ნოემბერში გადმოასვენეს. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა. სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი