დონალდ ტრამპი - ამბობენ, კამალა ჰარისის ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ ლამაზი ქალია, ამაზე არასდროს მიფიქრია, მე მასზე უკეთ გამოვიყურები

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის „დემოკრატების“ კანდიდატ კამალა ჰარისზე უკეთ გამოიყურება.

"არასოდეს უწოდო ქალს ლამაზი, რადგან ეს შენი პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება, მაგრამ მე ვამბობ, რომ მე ბევრად უკეთ გამოვიყურები, ვიდრე კამალა. ამბობენ, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ ლამაზი ქალია. ამაზე არასდროს მიფიქრია. მე მასზე უკეთ გამოვიყურები“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, კამალა ჰარისმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო კანდიდატურა მოპარა და რომ ბაიდენი „გაბრაზებულია“ და „სძულს“ ჰარისი.

„ჯო ბაიდენს სძულს იგი. ეს იყო პრეზიდენტის დამხობა. ეს იყო დამხობა", - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან მან კამალა ჰარისის ეკონომიკური პროგრამა გააკრიტიკა.

„გუშინ კამალამ წარმოადგინა თავისი ეგრეთ წოდებული ეკონომიკური გეგმა. ის ამბობს, რომ პირველივე დღიდან შეამცირებს საკვებისა და საცხოვრებლის ღირებულებას. მაგრამ კამალას პირველი დღე სამწელიწად ნახევრის წინ იყო“, - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ, ილონ მასკთან ინტერვიუში კამალა ჰარისს ლამაზი ქალი უწოდა. კერძოდ, მან კომენტარი გააკეთა ჟურნალ Time-ის გამოცემაზე, რომლის გარეკანზე ჰარისის ილუსტრაცია იყო გამოსახული. "ის ჰგავს ყველაზე ლამაზ მსახიობს. ის სინამდვილეში ჰგავს შესანიშნავ პირველ ლედის, მელანიას. ის ლამაზი ქალია”, - აღნიშნა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს