ვენესუელაში, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებულად გამოცხადების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გრძელდება

ვენესუელას დედაქალაქ კარაკასსა და სხვა ქალაქებში ქვეყანაში 28 ივლისს ჩატარებული არჩევნების შედეგების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება.

მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები გუშინ მსოფლიოს 350-ზე მეტ ქალაქში გაიმართა, მათ შორის ბუენოს აირესში, ბოგოტაში, მეხიკოში, მადრიდში, პარიზში, სიდნეისა და ტოკიოში.

ოპოზიცია ითხოვს, რომ არჩევნებში გამარჯვებულად საპრეზიდენტო კანდიდატი ედმუნდო გონსალესი გამოცხადდეს, რომელიც არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ დაამარცხა.

კარაკასში საპროტესტო აქციებს ოპოზიციის ლიდერი, მარია კორინა მაჩადო ხელმძღვანელობდა, რომელმაც დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა.

"არ დავტოვებთ ქუჩებს. დადგა გაერთიანების დრო, ყველა ხმას პატივი უნდა სცენ", - განაცხადა მან.

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს ჩატარდა. ქვეყნის საარჩევნო ორგანომ ხმების 52%-ით გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხმების მათ მიერ დათვლის შედეგად გონსალესმა 67%-ი მიიღო. არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 200 დაშავდა და 2 400-ზე მეტი დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს