უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკში კიდევ ერთი ხიდი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა კურსკის ოლქზე შეტევის დროს სოფელ ზვანნოეში, მდინარე სეიმზე მდებარე ხიდი გაანადგურეს, რომელიც რუსი სამხედროებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა.

„კურსკის მიმართულება. მინუს კიდევ ერთი ხიდი. საჰაერო ძალების ავიაცია აგრძელებს მტრის ლოგისტიკური შესაძლებლობების განადგურებას, რაც საგრძნობლად მოქმედებს საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე“, - წერს ნიკოლაი ოლეშჩუკი „ფეისბუქში“.

საერთო ჯამში, მდინარე სეიმზე, რომელიც მთელ გლუშკოვსკის რაიონს კვეთს, სამი ხიდი იყო გადებული : გლუშკოვოში, ზვანნოეში და სოფელ კარიჟში. 16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ გლუშკოვოში მდებარე ხიდიბ განადგურდა. ამგვარად, ახლა ამ რაიონში სეიმზე მხოლოდ ერთი ხიდია, რომლითაც რუსული არმიისთვის იარაღისა და საკვების მიწოდებაა შესაძლებელი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი