ნიკა მელია - „კოალიცია ცვლილებისთვის“ 26 ოქტომბრის გამარჯვების სიმბოლო უნდა გახდეს - მოქალაქეს ექნება განცდა, რომ ის არის ამ სახელმწიფოს ბატონ-პატრონი

მიგვაჩნია, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ 26 ოქტომბრის გამარჯვების სიმბოლო უნდა გახდეს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ქართველ ხალხს პოზიტიური ცვლილებების მოლოდინი აქვს და ამისთვის მზად არის.

„კოალიცია „ცვლილებებისთვის“ სრული სვლით აგრძელებს სვლას 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, სადაც ქართველი ხალხის ნება პოზიტიურად უნდა აისახოს ქვეყნის მომავალზე. ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ვთქვით, რომ ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა და რეგიონში სულ უფრო და უფრო მეტი ვიქნებით. გვიხარია, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო მეტი თანამებრძოლი, თანამოაზრე, გულშემატკივარი და გუნდის წევრი ჰყავს კოალიცია „ცვლილებებისთვის“ 4 ნომერს, რომელიც გვჯერა, გახდება მიმდინარე წელს სიმბოლო, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ შეძლებს მანკიერი წრის გარღვევას და საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას. ძალა არის მრავალფეროვნებაში. მრავალფეროვანია კოალიცია „ცვლილებებისთვის“ 4 ნომერი და მიგვაჩნია, რომ დღევანდელი დღეც ამის დასტური იქნება. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ 4 ნომერს სურს ხალხის ნება აისახებოდეს პოლიტიკაზე და არა მახინჯი პოლიტიკა ქართველ ხალხზე. ხალხს აქვს პოზიტიური ცვლილებებისთვის მოლოდინი. ხალხი ამისთვის მზად არის. ჩვენ სიმრავლით, სიმტკიცით, რწმენით 26 ოქტომბერს დავუბრუნებთ სახელმწიფოს ქართველ ხალხს. 26 ოქტომბრიდან დაიწყება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ამ სახელმწიფოს განვითარება, მრავალფეროვან ძალთა შორის აქტიური თანამშრომლობით, სადაც მოქალაქეს ექნება განცდა, რომ ის არის ამ სახელმწიფოს ბატონ-პატრონი“, - განაცხადა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს