უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური ალექსანდრე ლუკაშენკოს პასუხობს და აცხადებს, რომ ბელარუსთან საზღვარზე ვითარება უცვლელია

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური არ აფიქსირებს უკრაინის საზღვართან ბელარუსის ჯარების აღჭურვილობისა და პერსონალის რაოდენობის ზრდას , - ასე ეხმაურება უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის პრესსპიკერი, პოლკოვნიკი ანდრეი დემჩენკო ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ უკრაინასთან საზღვარზე ქვეყნის არმიის თითქმის მესამედი განათავსა.

ანდრეი დემჩენკოს თქმით, ლუკაშენკო აგრძელებს საინფორმაციო სიტუაციის ესკალაციას აგრესიული განცხადებებით, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება.

„ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე ვითარება უცვლელია. როგორც ვხედავთ, არ იცვლება ლუკაშენკოს რიტორიკაც, რომელიც მუდმივად ამძაფრებს სიტუაციას რეგულარული პერიოდულობით, ტერორისტული ქვეყნის საამებლად“, - აცხადებს ანდრეი დემჩენკო.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ უკრაინასთან საზღვარზე ბელარუსის არმიის თითქმის მესამედი განათავსა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს