ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი, მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში, მთავარ მოთხოვნებზე სიმტკიცეს ინარჩუნებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში.

„ვაწარმოებთ ძალიან რთულ მოლაპარაკებებს, ვინაიდან, მეორე მხარეს დგას მკვლელი, თავაწყვეტილი და ჯიუტი ტერორისტული ორგანიზაცია. არის სფეროები, სადაც ჩვენ შეგვიძლია გამოვავლინოთ მოქნილობა, და არის სფეროები, სადაც მოქნილობას ვერ ვავლენთ და მტკიცედ ვდგავართ. ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცით, როგორ განვასხვაოთ ეს ორი“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი განმარტებით, იმ დიდი ძალისხმევის პარალელურად, რომელსაც ისრაელი გატაცებული მოქალაქეების დასაბრუნებლად ახორციელებს, ის მტკიცედ იცავს მის მიერ დამკვიდრებულ პრინციპებს, რომელიც აუცილებელია ისრაელის უსაფრთხოებისთვის.

ნეთანიაჰუ განმარტავს, რომ აღნიშნული პრინციპები შეესაბამება 27 მაისის სქემას, რომელმაც ამერიკის მხარდაჭერა მიიღო.

ისრაელის პრემიერის თქმით, „ჰამასი“ აგრძელებს შეთანხმებაზე უარის თქმას.

„მას დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე წარმომადგენელიც კი არ გაუგზავნია. ზეწოლა უნდა იყოს მიმართული „ჰამასზე“ და მის ლიდერ იაჰია სინვარზე და არა ისრაელის მთავრობაზე“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება