ანონსი 19 აგვისტო

19 აგვისტოს, 06:00 საათზე, „ევოლუშენის“ გაფიცული თანამშრომლები „სოლიდარობის ჯაჭვს“ გააკეთებენ, 12:00 საათიდან ხელისუფლების მიმართ ულტიმატუმს წამოაყენებენ - ჩაერთოს პროცესებში, 18:00 საათზე გზის გადაკეტვა იგეგმება.

მის: მექანიზაციის ქუჩაზე

საკონტაქტო: 592210021

19 აგვისტოს, 11.00 საათზე, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი გიორგი სიორიძე საქალაქო სასამართლოსთან ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ძლიერი საქართველო“ ცესკოს დადგენილებას ასაჩივრებს. ცესკოს ახალი დადგენილებით, არჩევნების დღეს, საუბნო საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრები აღარ ჩატარდება, რაც „საარჩევნო კოდექსის“ დარღვევაა.

19 აგვისტოს, 11:00 საათზე, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გია ჯაფარიძე და გიგი წერეთელი ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „თინა ბოკუჩავას და გიორგი ვაშაძის ვიზიტი აშშ-ში, „დემოკრატიული პარტიის“ კონგრესზე დასწრება და „ქართული ოცნების“ მიერ განადგურებული ურთიერთობა აშშ-სთან“.

მის: სააკაძის დაღმართი, მეორე გასასვლელი, სართული 4

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

19 აგვისტოს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე, ბახმაროს ცენტრში, სკვერთან ბრიფინგს გამართავს.

თემა: „უკანონო მშენებლობები სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე“.

მის: ბახმაროს ცენტრში, სკვერთან

საკ: დავით მჟავანაძე - 593 311 000

19 აგვისტოს, 12:00 საათზე, მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ ჩხოროწყუში, 15:00 საათზე კი წალენჯიხაში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.

19 აგვისტოს 14:00 საათზე, წალენჯიხაში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის დაარსების დღესთან დაკავშირებით ტაძარში მივლენ.

მის: წალენჯიხა, ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინო-თეატრი

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 14 81 18

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს