მედია - „ჰამასმა“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო

“ჰამასმა“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის წინადადებები უარყო, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული.

მოძრაობის წარმომადგენლების განმარტებით, ისრაელის მხარის ახალი მოთხოვნები მათთვის მიუღებელია.

„მას შემდეგ რაც გავიგეთ შუამავლებისგან, რაც განიხილებოდა დოჰაში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნეთანიაჰუ აგრძელებს შეთანხმების გზაზე დაბრკოლებების შექმნას“, - აღნიშნულია „ჰამასის“ განცხადებაში.

მათი აზრით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ „ახალ პირობებს და მოთხოვნებს წამოაყენებს შუამავლების ძალისხმევის ტორპედირებასა და ომის გახანგრძლივების მიზნით“.

ცნობილია, რომ “ჰამასი” კმაყოფილი არ არის ისრაელის განზრახვით, შეინარჩუნოს სამხედრო ყოფნა ღაზას სექტორის რამდენიმე პუნქტში, მათ შორის ფილადელფიის დერეფანში, რომელიც სექტორისა და ეგვიპტის საზღვარზე გადის.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გუშინ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ის კვლავ შესაძლებლად მიიჩნევს. ”არ დავნებდებით”, - განუცხადა მან ჟურნალისტებს. ამასთან, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გუშინ თელ-ავივში ჩავიდა, რათა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევას შეეცადოს. ვიზიტის ფარგლებში, ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება, შემდეგ კი ეგვიპტეში გაემგზავრება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!