მიხაილ როთი - გერმანიის მხრიდან უკრაინისთვის დახმარების შემცირება ფატალური სიგნალი იქნება

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მმართველი კოალიციის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან (SPD) მიხაილ როთი გერმანიის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, უკრაინის სამხედრო დახმარება არ შეამცირონ.

”ეს იქნება ფატალური სიგნალი გერმანიის მთავრობის მხრიდან უკრაინის მიმართ, თუ მომავალ ფედერალურ ბიუჯეტში არ იქნება თანხები ახალი სამხედრო დახმარებისთვის”, - აღნიშნა როთმა Funke Mediengruppe-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინის არმია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად გადავიდა შეტევაზე და ქვეყანას ევროპაში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო მოკავშირის, გერმანიის სრული მხარდაჭერა სჭირდება.

„ამის ნაცვლად, სამხედრო დახმარების სამომავლო დაფინანსების შესახებ დებატები ჰგავს გერმანიის მიერ პასუხისმგებლობის ფარულ თავის არიდებას“, - აღნიშნა როთმა.

ამასთან, გერმანიაში უკრაინის ელჩმა ალექსეი მაკეევმა ორი დღის წინ ბერლინს მოუწოდა, კიევს სამხედრო დახმარება არ შეუმციროს.

„ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებულია გერმანიის შესაძლებლობებსა და პოლიტიკურ ნებაზე, განაგრძოს წამყვანი როლის თამაში უკრაინის მხარდაჭერაში“, - აღნიშნა მან Bild am Sonntag-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, მანამდე გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან ბერლინი კიევისთვის სამხედრო დახმარებას განახევრებას გეგმავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს