აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

აშშ-ის და სამხრეთ კორეის ჯარებმა ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყეს, რომლის მიზანი ბირთვული იარაღის მქონე ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მათი ერთობლივი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაა, - ინფორმაციას ABCNews-ი ავრცელებს.

შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა აცხადებენ, რომ მათი ერთობლივი წვრთნები თავდაცვითი ხასიათისაა.

"ულჩის თავისუფლების ფარი“ 11 დღის განმავლობაში, 29 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ წლევანდელი პროგრამა ორიენტირებულია ჩრდილოეთ კორეის სხვადასხვა საფრთხის, მათ შორის რაკეტების, GPS-ის დაბლოკვისა და კიბერშეტევების წინააღმდეგ მათი მზადყოფნის ამაღლებაზე და ასევე ასახავს ბოლო შეიარაღებული კონფლიქტებიდან მიღებულ ცოდნას.

წვრთნებში მონაწილეობას, დაახლოებით, 19 000 სამხრეთ კორეელი სამხედრო მოსამსაურე მიიღებს. აშშ-ის არმიას კი არ დაუკონკრეტებია, რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი ჩაერთვება წვრთნებში.

წვრთნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასეთი წვრთნები არის "პროვოკაციული საომარი წვრთნები აგრესიისთვის". მასში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთის ბირთვული ამბიციები გამართლებულია და რომ უდიდესი შემაკავებელი ძალების მარაგის შეგროვებით ძალების ბალანსის მუდმივად შენარჩუნებას ომის თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი