თავისუფლების მოყვარული, კოსმოპოლიტი მოგზაურისა და m²-ის სინერგია ფილოსოფიაში - „იცხოვრე შენი ცხოვრებით“

m2-ის გზავნილის - „იცხოვრე შენი ცხოვრების“ - ვიზუალური ინტერპრეტაცია „ჯოვანი მორას“ არაჩვეულებრივი აქსესუარების კოლექციაში შედგა.

Giovanni Morra-სა და m2-ის კოლაბორაციის პროექტის ფარგლებში რამდენიმე თვეა აქტიური, შემოქმედებითი მუშაობა მიმდინარეობს.

დღეს, ამ საინტერესო და მრავალმხრივმა პროცესმა, კონკრეტული შედეგები მოიტანა: შეიქმნა აქსესუარებისა და მაისურების ახალი, ფერადი კოლექცია, რომლის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.liveyourownlife.ge, შეძენა კი - „ჯოვანი მორას“ ონლაინ მაღაზიაში www.giovannimorra.com და პოპაპ სტენდზე “გალერია თბილისი”, მე-2 სართული).

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კოლაბორაციები ბრენდებთან და ნიჭიერ, საინტერესო ადამიანებთან ჩვენს ბრენდს ამდიდრებს და მრავალფეროვნებას ჰმატებს. “ჯოვანი მორას“ მიერ შექმნილი კოლექცია, მისი ვიზუალური ხასიათი და ჩვენი გზავნილი „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ ყოველდღიურობას მეტ თავისუფლებასა და სიხალისეს მისცემს“ - ამბობს m²-ის ბრენდის განვითარების ხელმძღვანელი, ირინა დუმბაძე.

“იცხოვრე შენი ცხოვრებით“ სრულ თანხვედრაშია თავისუფლების მოყვარული, კოსმოპოლიტი მოგზაურის, ჯოვანის ფილოსოფიასთან, რომელსაც ცხოვრების უნიკალური გზა (life path) გამოარჩევს.

m2-მა კოლაბორაციული პროექტი ცოტა ხნის წინ წამოიწყო. პროექტის ფარგლებში, კომპანიის სლოგანის - “იცხოვრე შენი ცხოვრებით” - შთაგონებით, ქართული ბრენდები სპეციალურ კოლექციებს ქმნიან.

კოლაბორაციულ პროექტში ეტაპობრივად ჩაერთვება სხვადასხვა ქართული ბრენდი.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს