მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ მოსახლეობასთან შეხვედრებს სამეგრელოდან იწყებს

19-22 აგვისტოს, საზოგადოებრივი მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ და მისი მხარდამჭერი ორგანიზაციები: „წინაპრები“, „12 სართული“, სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“, „ნაბიჯი“ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც „აირჩიე ევროპის“ ხელმძღვანელი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, ამ შეხვედრებს 26 ოქტომბრის გასაკეთებელი არჩევანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„ევროპული არჩევანისკენ მოწოდება გახლავთ თაობების მიერ ამ არჩევანის მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება. სამეგრელოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ ნახავს იმ ზეპარტიულ ერთიანობას, რომელიც აუცილებელია საქართველოსთვის 26 ოქტომბრის, მართლაც რომ ეგზისტენციალური მნიშვნელობის არჩევნების დროს“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

ამასთან, ლაგაზიძე განმარტავს, რომ მოძრაობის წევრები შეეცდებიან მოსახლეობას განუმარტონ ევროპული არჩევანის უპირატესობები.

„საქართველოსთვის, მისი მოქალაქეებისთვის და განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის გაკეთებული არჩევანი სწორედაც ევროპული უნდა იყოს, რათა სახელმწიფო არ აღმოჩნდეს წარსულში და არ შეფერხდეს მისი განვითარების პერსპექტივა. 26 ოქტომბერს არავის აქვს უფლება დაუშვას შეცდომა, რომელიც საქართველოს გამოუსწორებელი საფრთხის წინ დააყენებს. ეს იქნება ის მთავარი საკითხი რაზეც ვისაუბრებთ მოსახლეობასთან“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

„აირჩიე ევროპას“ სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრის განრიგი:

19 აგვისტოს, 12:00 საათი ჩხოროწყუ; 15:00 საათი წალენჯიხა;

20 აგვისტოს, 12:00 საათი ხობი; 15:00 საათი ზუგდიდი;

21 აგვისტოს, 15:00 საათი სენაკი 19:00 ფოთი;

22 აგვისტოს, 12:00 საათი მარტვილი; 15:00 საათი აბაშა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება