რუსეთში ჯორჯ კლუნის ფონდი „არასასურველ“ ორგანიზაციად გამოცხადდა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის - „კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ - საქმიანობა „არასასურველად“ გამოაცხადა.

გენერალური პროკურატურის განმარტებით, ფონდი ახორციელებს „რუსეთის დისკრედიტაციისკენ მიმართულ სამუშაოს“ და მხარს უჭერს „ცრუ პატრიოტებს, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა“, ასევე აკრძალული ექსტრემისტული გაერთიანებებისა და ტერორისტული ორგანიზაციების წევრებს.

„ჰუმანიტარული იდეების საფარქვეშ ორგანიზაცია ხელს უწყობს რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის სისხლისსამართლებრივი დევნის ინიციატივებს, საჯაროდ ავრცელებს უარყოფით ფსევდოექსპერტულ შეფასებებს უცხოური აგენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ რუსეთის კანონმდებლობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

„კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ 2016 წელს ნიუ-იორკში მსახიობმა ჯორჯ კლუნმა და მისმა მეუღლემ, ადამიანის უფლებათა ადვოკატმა ამალ კლუნმა დააარსეს. ორგანიზაციის ოფიციალური მიზანია ბრძოლა სამართლიანობისთვის და პასუხისმგებლობის მოთხოვნა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. ფონდი მუშაობს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. ის უკრაინაში მომხდარ ომის დანაშაულებს იძიებს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი