„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები ხელისუფლებას პროცესში ჩარევისა და პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ

„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. გაფიცულმა თანამშრომლებმა ხელისუფლებას პროცესში ჩარევისა და პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდეს.

მათი თქმით, თუ ხელისუფლება 20:00 საათამდე განცხადებას არ გაავრცელებს, ისინი იძულებულები იქნებიან თორნიკე ერისთავის ქუჩა გადაკეტონ, რათა მათივე თქმით, მოშიმშილეთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაიცვან.

„დღეს გაფიცვის 39-ე დღეა და ამ დროის განმავლობაში არც ხელისუფლებას და არც პრეზიდენტს არ გაუკეთებია განცხადება და არც სახალხო დამცველი მოსულა ადგილზე. მომავალში განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და ამ კომპანიას ვანიჭებთ. მე-7 დღეა ადამიანები შიმშილობენ და არ დავუშვებთ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას. ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ 20:00-მდე გააკეთოს განცხადება. ასევე მოვუწოდებთ საზოგადოებას, ამ ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, მოვიდნენ და სოლიდარობა გამოუცხადონ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან ამ კომპანიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულები ვართ, რომ ჩვენს წინ არსებული გზა გადავკეტოთ.

კომპანიები რომ დაბალი შრომის სტანდარტებს აწესებენ, იმიტომ არის ემიგრაცია გაზრდილი. ეს პროცესი სრულ გამარჯვებამდე გაგრძელდება. ჩვენ ხელისუფლებას ვთხოვთ დაიჭიროს პოზიცია განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ, გაატაროს ზომები, ხარბი დამსაქმებლების წინააღმდეგ, რათა დათმობაზე წამოვიდნენ“, - განაცხადა დასაქმებულთა ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, „Labor“-ის თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ.

გაფიცული თანამშრომლები, კომპანიის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელთან არიან მობილიზებულები და სხვა თანამშრომლებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

ასევე, „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული 4 თანამშრომელი კვლავ შიმშილობას აგრძელებს. მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას 12 აგვისტოდან მიმართეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის