„თიბისის“ მხარდაჭერით TEDxTbilisi Youth ბრუნდება

TEDxTbilisi Youth, „თიბისის“ მხარდაჭერით, 8 სექტემბერს „რედისონ რედში“ ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და უცნობი, ახალგაზრდები საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ.

„TEDxTbilisi წელს სცენას ახალგაზრდებს უთმობს. „ძიებაში“ ასეთია ღონისძიების მთავარი თემა და 25 წლამდე სპიკერებიც სწორედ მათი დაკვირვებების და ძიების პროცესის შესახებ ისაუბრებენ.

TEDxTbilisi Youth-ის მონაწილეები არიან: ელენე ჭელიძე, გიორგი ძირკველიშვილი, ლექსო რატიანი, გიორგი ცარციძე, ლინაკო გიუნაშვილი, ლიზი გოზალიშვილი, ლიზი ქათამაძე, მარიამ გულედანი, სოფო ჩიქოვანი და თეკლე შალიკიანი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღონისძიების ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ მონაწილეების ისტორიები მსმენელისთვისაც შთამაგონებელი იქნება.

„ალბათ, ყველანი ყოველთვის ძიების პროცესში ვართ, თუმცა ყველაზე მძაფრად ეს პროცესი ახალგაზრდობის პერიოდში აღიქმება, დღეისათვის ყველაზე აქტუალური და საინტერესო სწორედ ახალგაზრდების განცდები და გამოცდილებაა. საკმაოდ, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით და დარწმუნებულები ვართ, მათი ისტორიები მსმენელისთვისაც, ისეთივე შთამაგონებელი იქნება, როგორც ჩვენთვისაა“, - აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.

„თიბისის“ ინფორმაციით, TEDxTbilisi არაკომერციული, თვითორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც 2012 წლიდან TED-ის ლიცენზიის ქვეშ არსებობს და TED-ის ოჯახის ნაწილია. ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მილიარდობით ადამიანს აერთიანებს. ყოველ წელს TEDxTbilisi 500-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს და მათ საშუალებას აძლევს მოისმინონ ინოვაციური და საინტერესო იდეები.

„ღონისძიების გენერალური პარტნიორია „თიბისი“. „თიბისისთვის“ ახალი თაობის მხარდაჭერა, მათი შთაგონება და წახალისება პრიორიტეტია. სწორედ, ამ იდეით უერთდება „თიბისი“ ღონისძიებას. შეიძინე TEDxTbilisi Youth-ის ბილეთები „თიბისის“ მოსწავლის ან სტუდენტის ბარათით და მიიღე 20% ფასდაკლება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო