ლევან მაჭავარიანი - ოპოზიციური პარტიები, ვინც არ უნდა შემოიერთონ, ისევ „ნაციონალურ მოძრაობად“ რჩებიან - მოსახლეობაში სასაუბროდ იმ „მესიჯბოქსით“ გავიდნენ, რაც ჩვენ საქმით ვაკეთეთ

ოპოზიციური პარტიები, ვინც არ უნდა შემოიერთონ, ისევ “ნაციონალურ მოძრაობად” რჩებიან - მოსახლეობაში სასაუბროდ იმ „მესიჯბოქსით“ გავიდნენ, რაც ჩვენ საქმით ვაკეთეთ ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის პოლიტიკა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აწარმოა, მითუმეტეს ბოლო ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა იყო.

„თითქოს “ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა ფლანგი ცდილობს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და დაარწმუნონ, რომ ისინი დამოუკიდებელი პარტიები არიან. საზოგადოებას შეცდომაში ისინი ვერ შეიყვანენ. ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად აზროვნებენ და ძალიან კარგი მეხსიერება აქვთ. გუშინდელი გადაჯგუფებით ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეები შეუერთდნენ უშუალოდ “ნაციონალურ მოძრაობას”, მაშინ როდესაც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ რომ „ნაცმოძრაობასთან“ არანაირი კავშირი არ ჰქონდა. თან ნულოვანი რეიტინგის პოლიტიკურ სუბიექტებზე ვსაუბრობთ - რა თქმა უნდა, არანაირი შანსი არ აქვთ. ჩვენ ამ არჩევნებსაც დამაჯერებლად, ძალიან დიდი ანგარიშით მოვიგებთ და ამბიცია გვაქვს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ავიღოთ. ჩვენ ეს ამბიცია იქიდან გამომდინარე გვაქვს, რომ ის პოლიტიკა, რაც “ქართულმა ოცნებამ” აწარმოა, მითუმეტეს ბოლო ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ეს იყო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა. ეს ყველაფერი გამომდინარეობდა უშუალოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. მიუხედავად ძალიან დიდი წნეხისა, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნიდან. დღეს ეს ოპოზიციური პარტიები, ვინც არ უნდა შემოიერთონ ისევ “ნაციონალურ მოძრაობად” რჩება. მოსახლეობაში სასაუბროდ იმ „მესიჯბოქსით“ გავიდნენ, რაც ჩვენ საქმით ვაკეთეთ ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ის, რომ ჩვენ მშვიდობა შევინარჩუნეთ, ეკონომიკური ზრდა გვაქვს და რუსეთთან ესკალაციაში არ შევედით “ქართული ოცნების” დამსახურებაა. ეს პოლიტიკური პარტიები და მათი განშტოებები ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ამ ყველაფრის საპირისპიროს საუბრობდნენ და ძალიან დიდი წნეხიც იყო ჩვენს მიმართ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მყარად დავდექით და ჩვენი ეროვნული ინტერესები გავატარეთ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს