ზურაბ ჭიაბერაშვილი - პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა საქართველომ მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობის აღდგენა შეძლოს - სააკაშვილს ამაში უზარმაზარი წვლილის შეტანა შეუძლია

პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს იმისათვის, რომ საქართველომ ჩვენს მოკავშირეებთან ნორმალური პარტნიორული ურთიერთობის აღდგენა შეძლოს, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კავშირების აღდგენა შეუძლია.

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა არის ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რის გამოც გაწყვეტილია საქართველოს კავშირი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან. ბუნებრივია, "ქართული ოცნების" სიძულვილით დანერგილი ეს პოლიტიკური პატიმრობა უნდა დავასრულოთ და პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს იმისათვის, რომ საქართველომ ჩვენს მოკავშირეებთან ნორმალური პარტნიორული ურთიერთობის აღდგენა შეძლოს და ამაში უზარმაზარი წვლილის შეტანა თავად მიხეილ სააკაშვილს შეუძლია.

მას შეუძლია, იყოს ადამიანი, რომელიც აღადგენს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კავშირებს და ეს ქართველ ერს უზარმაზარ მატერიალურ, ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხაილო ხარიშინიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ბატონი სააკაშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და მათ შორის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის".

„ყოველი სახელმწიფოსთვის მისი მოქალაქეების დაცვა ერთ-ერთი საკვანძო და მთავარი ამოცანაა. სააკაშვილის საკითხი არ არის გამონაკლისი. უკრაინა განიხილავს ამ საკითხს მხოლოდ საკონსულო კუთხით, მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის კუთხით, როგორც უკრაინის მოქალაქის. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის სტატუსს აქვს გავლენა ამ პროცესის განვითარებაზე“, - განაცხადა მიხაილო ხარიშინიმ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი