ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - 2024 წლის პირველ ნახევარში მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად გაზრდილია დასაქმებულთა რაოდენობა და ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობის დონე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ზრდის დინამიკა 2024 წლის მეორე კვარტალშიც გაგრძელდა - შედეგად, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წლის პირველ და მეორე კვარტალში, შესაბამისი კვარტლების ჭრილში, დასაქმებულთა რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა.

„ქვეყანაში გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები - 6 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9 პროცენტს შეადგენს, შედეგად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, ამასთან, ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობის დონე და მეორე კვარტალში 13.7 პროცენტს შეადგენს“, - აღნიშნა ცინცაძემ.

„საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად - წლიურად 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა პირველ კვარტალშიც, რომელიც 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 პროცენტი შეადგინა.

ვახტანგ ცინცაძის თქმით, 2024 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 60 ათასზე მეტით გაიზარდა და მილიონ 388 ათასი შეადგინა, ხოლო უმუშევართა რაოდენობა 47.2 ათასით შემცირდა და 219.7 ათასს გაუტოლდა.

„აღსანიშნავია, რომ დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს. ჩვენი მოლოდინია, რომ მომდევნო თვეებსა და წლებში გაგრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რაც, ასევე პოზიტიურად აისახება შრომის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებზე და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი