პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ოფისი ხობშიც გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ხობის ოფისი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ნიკა მელიამ ოფისის გახსნისას განაცხადა, გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ღირსება აღვადგინოთ, სიმართლემ გაიმარჯვოს ტყუილზე, მშვიდობამ გაიმარჯვოს ქაოსზე, წესრიგმა გაიმარჯვოს არასტაბილურ გარემოზე, რომელსაც ქმნის ივანიშვილი, ეს კი “კოალიცია ცვლილებებისთვის” და 4 ნომერს შეუძლია.

„ის შემართება, რაც არსებობს ხობში, არის გასამრავლებელი და გადასადები სხვებზე. წელს ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ხალხს ეს უნდა, ხალხს სურს ცვლილებები. ფული არ არის გადამწყვეტი, რაღაც ეტაპზე არ მუშაობს ფული. ჩვენ ვართ ბევრნი და გვაქვს ის, რაც ივანიშვილს არ აქვს - სიმართლე. ყველანი თუ მივალთ არჩევნებზე, ასეთი არჩევნები ვერ ყალბდება იმდენად, რომ ხელისუფლებამ გაიმარჯვოს. მთავარია ჩვენ ყველა ჩვენს მეგობარსა და ახლობელს შევეხმიანოთ და ვთხოვოთ წავიდნენ არჩევნებზე, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფები. უნდა მოვიგოთ, ღირსება აღვადგინოთ, სიმართლემ გაიმარჯვოს ტყუილზე, მშვიდობამ გაიმარჯვოს ქაოსზე, წესრიგმა გაიმარჯვოს არასტაბილურ გარემოზე, რომელსაც ქმნის ივანიშვილი. ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ დაგვაპირისპიროს ხალხი, ჩვენ პირიქით უნდა გავაკეთოთ. 4 ნომერს შეუძლია გახდეს გამარჯვების სიმბოლო, ძალა არის მრავალფეროვნებაში, ჩვენ ვალდებულები ვართ შევთანხმდეთ ძირითად საკითხებზე. სანამ ივანიშვილი არის იქ, სადაც არ უნდა იყოს, ჩვენ მოდუნების შესაძლებლობა არ გვაქვს. სოფლები იცვლება, არ გვაქვს უფლება გავჩერდეთ. 26 ოქტომბერს ზეიმი უნდა მოვაწყოთ, 12 - წლიანი უსამართლობა უნდა დასრულდეს“, - განაცხადა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს