ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, ჯუ-ჰო იონგის და ასამბლეის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

„მიმოიხილეს როგორც ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, ასევე, კულტურული და საგანმანათლებლო სფეროების დაახლოების პერსპექტივები. ხაზი გაესვა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები საპასუხო ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში მიიწვია. ამასთან ერთად, შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს როგორც რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, მსოფლიოში არსებულ გლობალურ გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. ნიკოლოზ სამხარაძემ სტუმრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„კორეის რესპუბლიკასთან ჩვენ დაწყებული გვაქვს საუბარი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე. გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს მოლაპარაკებები ძალიან მალე დასრულდება. შეხვედრისას საუბარი ასევე იყო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კორეის რესპუბლიკაში უვიზო რეჟიმის შემოღებასა და წლის ბოლომდე, საქართველოში კორეის რესპუბლიკის სრულფასოვანი საელჩოს გახსნის შესახებ," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის