გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემას და Vector -ის დრონებს მოიცავს, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, დახმარების ფარგლებში უკრაინა მიიღებს: IRIS-T SLS-is საჰაერო თავდაცვის სისტემას, 155 მმ-იანი კალიბრის 14 ათას ტყვიას, 10 უეკიპაჟო ხომალდს, Vector -ის ტიპის 16 დრონს სათადარიგო ნაწილებით, მასალებს ფეთქებადი ობიექტების გასანეიტრალებლად, Bergepanzer 2-ის ტიპის სარემონტო-საევაკუაციო ჯავშანმანქანას სათადარიგო ნაწილებით, 55 ათას პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებს, MK 556 ტიპის 700 საიერიშო შაშხანას, HLR 338 ტიპის მაღალი სიზუსტის 10 შაშხანას ვაზნებით, CR 308 ტიპის 50 შაშხანას.

გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო დახმარებაზე დაიხარჯა, დაახლოებით, 5 მილიარდი ევრო (2023 წელს) და დაახლოებით 1.6 მილიარდი ევრო (2022 წელს). კიდევ დაახლოებით 2.9 მილიარდი ევრო გამოიყო ომის პირველ ორ წელს იმ მარაგებისთვის, რომელსაც უკრაინა 2025-2028 წლებში მიიღებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი