ისრაელი მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის წინადადებას მხარს უჭერს

ისრაელი მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის წინადადებას მხარს უჭერს, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრა, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, პოზიტიური იყო.

„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის ერთგულება მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის ამჟამინდელი წინადადების მიმართ, რომელიც ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს ითვალისწინებს, რასაც ის კატეგორიულად მოითხოვს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ ღამით, „ჰამასმა“ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს